საქართველოს სხვა არაერთი მოქალაქის მსგავსად, ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფ უკრაინელ ტურისტებს თანადგომას უცხადებენ გორელებიც და დროებით საცხოვრებელს და სხვა პირობებით უზრუნვეელყოფას სთავაზობენ.
,,უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც საქართველოშია და სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს, მზად ვარ, დავუთმო ჩემი საკუთარი სახლი გორში. რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება კვებით. მეგობრებო, გთხოვთ მომწეროთ ან დამირეკოთ 599372723“, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელით ავრცელებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მაია ბოლაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში მყოფი უკრაინელი ვიზიტორების საოჯახო სასტუმროში უსასყიდლოდ დაბინავების სურვილი გამოთქვა სოფელ ოთარშენის სკოლის დირექტორმა, გორში მცხოვრებმა თამილა კეკოშვილმაც.