საზოგადოება
25.02.2022 11:44
სკოლა„ეისი“ გორში უცხოური ენის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
სკოლა„ეისი“ გორში უცხოური ენის - რუსულის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 5-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას V კლასის მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს.
კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ჰქონდეთ სამუშაო გამოცდილება. მსურველებს გამოხმაურების ვადა პირველ მარტს ეწურებათ.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები