ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 583 კვლევა ტესტით და გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 7 482 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 591 936-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 603 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 1 462 572-მდე.
ამავდროულად, კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 16 054 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 3 272 შემთხვევა, აჭარა - 406, იმერეთი - 1 266, ქვემო ქართლი - 310, შიდა ქართლი - 455, გურია - 279, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 528, კახეთი - 599, მცხეთა-მთიანეთი - 173, სამცხე-ჯავახეთი - 118 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 113 284.