საზოგადოება
13.12.2019 16:24
გაეზრდება თუ არა საბავშვო ბაღებში მომუშავე პერსონალს ხელფასი?

საკრებულოს მიერ შეთავაზებული ინიციატივა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალისთვის ანაზღაურების გაზრდის შესახებ, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გაითვალისწინა და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტშიც ასახა - აღნიშნულის შესახებ, GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ განუცხადა.

„მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვის პროცესში, საკრებულოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა იყო. ეს ინიციატივა მერიამ გაითვალისწინა და გეტყვით, რომ გაზრდილ ხელფასებს საბავშვო ბაღებში მომუშავე პერსონალი სექტემბრიდან მიიღებს. პარალელურად საკანონმდებლო ცვლილებებიც ანონსდება ამ თემის ირგვლივ და სწორედ ამან გამოიწვია მომატებული ხელფასის გაცემის ვადის გადაწევა“, - განაცხადა GMnews-სთან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ.

კვირის ამბები