საზოგადოება
25.02.2022 10:07
დღეს და ხვალ გორის მუნიციპალიტეტში ღრუბლიანობა და ნალექია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების ცნობით, 25-26 თებერვალს გორში ღრუბლიანობაა მოსალოდნელი. 25 თებერვალს, ღრუბლიანობა შენარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში, 16 საათისთვის, მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე ნავარაუდევია ხანმოკლე ნალექიც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +14 გრადუსს მიაღწევს. 14 საათიდან მოიმატებს ქარი 10 მ/წ-მდე.

ღრუბლიანობა და ქარია მოსალოდნელი 26 თებერვალსაც. ჰაერი +10 გრადუსამდეე გათბება, 12-დან 18 საათაამდე გორის მუნიციპალიტეტის უმეტეს უბნებზე იწვიმებს.

27 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე კი გორში უნალექო ამინდი და +14 გრადუსია მოსალოდნელი.

კვირის ამბები