სოციალური ქსელის გორელი მომხმარებლები აქტიურად ეხმიანებიან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს და გარკვეულ დახმარებას სთავაზობენ.
,,წლების წინ მხოლოდ ჩერნობილი მოვნიშნე შავი ფერით, დღეს.... ? სოლიდარობა უკრაინელ ხალხს! უკრაინის მოქალაქეებს, ვინც ვერ ბრუნდება საკუთარ სამშობლოში, დავუთმობ ადგილს გორში, ჩემს საოჯახო სასტუმროში.
ს ო ლ ი დ ა რ ო ბ ა უკრაინელ ხალხს“, - წერს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თამილა კეკოშვილი.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ შეტევას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან ახორციელებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ 30-მდე ბალისტიკური რაკეტის და რეაქტიული სისტემების გამოყენების ფაქტი ფიქსირდება. სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაღუპულია რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე, ასევე ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლზე.