საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი გამოაქვეყნა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი გამოაქვეყნა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საკადასტრო სამუშაოების დაწყების თანმიმდევრობა განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: რეგისტრირებული ფართობის სიმცირე;დასარეგისტრირებელი ნაკვეთების რაოდენობა; მოსახლეობის რაოდენობა; გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატური პირობები.
რაც შეეხება კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგს, დაინტერესებულ პირებს, გაცნობა შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: bit.ly/3Igl2nV
შეგახსენებთ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე სისტემურ რეგისტრაციას ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენადა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.