საზოგადოება
24.02.2022 10:49
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 8 455 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 584 454-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 206 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 447 969-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 022 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 3 548 შემთხვევა, აჭარაში - 624, იმერეთი - 1 438, ქვემო ქართლში - 363, შიდა ქართლში - 520, გურიაში - 358, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 546, კახეთში - 664, მცხეთა-მთიანეთში - 174, სამცხე-ჯავახეთში - 144, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 76.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 120 437, საიდანაც  5 096 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი შეადგენს 22.9 %-ს, ბოლო 14 დღის - 29.17 %-ს, ხოლო 7 დღის - 26.71 %-ს.

კვირის ამბები