საზოგადოება „ბილიკმა“ ახალგაზრდული კლუბის წევრებისთვის, შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის ფარგლებში „ეფექტური კომუნიკაციის“ თემაზე ტრენინგი გამართა.
როგორც „ბილიკში“ აცხადებენ, სწავლების მიზანს ახალგაზრდების კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება და გაუმჯობესება წარმოადგენდა.
„მონაწილეთა აქტიური ჩართულობით განისაზღვრა ეფექტური კომუნიკაციის არსი, მონაწილეების გაეცნენ კომუნიკაციის და აქტიური მოსმენის მეთოდებს. სასწავლო პროგრამა დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით, დისკუსიებითა და როლური თამაშებით“, - აღნიშნავენ საზოგადოება „ბილიკში“.
ცნობისთვის, ტრენინგი განხორციელდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.
როგორც ცნობილია, პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).