საზოგადოება
23.02.2022 14:37
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეს გამართავს

2022 წლის აბიტურიენტებისთვის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ღია კარის დღეებს გამართავს.

როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აცხადებენ, აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე ონლაინ ფორმატში გაიმართება. რაც შეეხება თარიღს, აბიტურიენტებს საინფორმაციო ღონისძიებაში ჩართვა 28 თებრვალს და 1 მარტს შეეძლებათ. ღია კარის დღე, ორივე შემთხვევაში 11:00 საათზე დაიწყება.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აქვეყნებს სარეგისტრაციო ბმულს, სადაც დაინტერესებულ პირებს ონლაინ ღია კარის დღეზე რეგისტრაცია შეუძლიათ.

კვირის ამბები