პოლონური თანადგომის ცენტრმა - „ზა ჰორიზონტ“, გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს“ შშმ პირებისთვის განკუთვნილი ინვენტარი გადასცა.
როგორც ცენტრში განმარტავენ, ეს დახმარება არ არის პირველი, რომელიც პოლონურმა ორგანიზაციამ ქართველ კოლეგებს გაუწია.
„კიდევ ერთი ამანათი პოლონეთიდან. დიდი მადლობა პოლონური თანადგომის ცენტრ „ზა ჰორიზონტ“-ს და მის ხელმძღვანელს, ბატონ შიმონ ბობერს, რომელმაც ძალისხმევა და საკუთარი ხარჯები არ დაიშურა და უკვე მერამდენედ გვეხმარება ეტლებით და სხვა საჭირო აღჭურვილობით შშმ პირებისათვის. აღნიშნულ ფონდთან ვთანამშრომლობთ პანედმიის პერიოდის დასაწყისიდან დღემდე და იმედია, ისევ გაგრძელდება ჩვვენი თანამშრომლობა მომავალში“, - აცხადებენ გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენრში“.
ცნობისთვის, პოლონური თანადგომის ცენტრი „ზა ჰორიზონტი“ გორის “კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან“ 2020 წლიდან თანამშრომლობს. 2021 წლის ოქტომბერში, პოლონელმა კოლეგებმა გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს შშმ პირებისთვის განკუთვნილი 9 ეტლი გადასცეს.