საზოგადოება
23.02.2022 11:38
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის  ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის სამხედრო სკოლის 510-მა იუნკერმა, რომელთა ასაკი 20-25 წელი იყო, თავი მამაცური ბრძოლით ისახელეს და სამშობლოს დასაცავად თავი გაწირეს.

1921 წლის თებერვლის სისხლიან დღეებში თბილისის მისადგომებთან 10 იუნკერი დაიღუპა და 43 დაიჭრა. იუნკერებთან ერთად დაიღუპა მოწყალების და მარო მაყაშვილიც. იგი საარტილერიო დაბომბვას შეეწირა. მარო მაყაშვილი ცნობილი პოეტის კოტე მაყაშვილის შვილი იყო და ის ფრონტზე მოხალისედ ჩაეწერა. უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი წითელი ჯვრის რაზმს შეუერთდა. მარო მაყაშვილი პირველი ქართველი ქალია, რომელიც ქვეყნის ეროვნულ გმირად აღიარეს.

რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერები და სხვა მებრძოლები ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში არიან დაკრძალული.

2010 წელს საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებული დადგენილებით, იუნკერების ხსოვნის დღე 23 თებერვალს აღინიშნება.

კვირის ამბები