გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 575 999-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 223 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 429 763-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 981 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 4 305 შემთხვევა, აჭარაში - 523, იმერეთში - 1 662, ქვემო ქართლში - 541, შიდა ქართლში - 638, გურიაში - 424, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 779, კახეთში - 842, მცხეთა-მთიანეთში - 218, სამცხე-ჯავახეთში - 208, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 90.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 130 229, საიდანაც 5 252 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმეა 1 156 პაციენტის მდგომარეობა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.26%, ბოლო 14 დღის - 29.89% ხოლო 7 დღის - 27.73%.