„ცოდნა მიცავს მე“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ფემინისტები უფასო ფსოქოლოგიურ კონსულტაციას გაუწევენ ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლ გოგონებსა და ქალებს.
პროექტის ორგანიზატორთა თქმით, რეგიონში აღნიშნული სერვისის გრძელვადიანად დანერგვას გეგმავენ.
„კონსულტაციები პროფესიონალი ფსიქოლოგის მიერ წარიმართება, ანონიმურობის სრული დაცვით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კონსულტაციების ნაწილი ონალინ განხორციელდება, შეხვედრის ლინკს, დაინტერესებული პირები, განაცხადის შევსებისას მითითებულ ნომერზე და ელექტორნულ ფოსტაზე მიიღებენ. ასევე, ჩვენს ბენეფიციარებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი დრო“, - აცხადებენ „ახალგაზრდა ფემინისტების“ წარმომადგენლები.
ცნობისთვის, კამპანია ხორციელდება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფემინისტების“ მიერ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ მხარდაჭერითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში.
ა(ა)იპ ახალგაზრდა ფემინისტები არის არასამთავორობო ორგანიზაცია, რომელის მისიაა ქალთა უფლებებისა და ფემინისტური ღირებულებების პოპულარიზაცია, ასევე, ქალებისა და გოგონების გაძლიერების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით.