საზოგადოება
22.02.2022 13:02
მოიხსნება თუ არა პირბადის ტარების ვალდებულება ქვეყანაში

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, გამორიცხული არ არის, საქართველოში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნას.

ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება, პირბადის ტარების ვალდებულების საკითხი გადაიხედება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება და როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკეთესობის ტენდენციას აჩვენებს და როგორც კი ეს ტენდენცია მყარი იქნება და მყარი საფუძველი გვექნება, ცხადია, პირბადის ტარების ვალდებულებების გადახედვაც მოხდება,“ - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კვირის ამბები