საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის დამატებითი სექციები ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ე.წ. ჭკვიანი კამერა 12 ლოკაციაზე დაამონტაჟა.
სექციური სიჩქარისმზომი ვიდეო კამერები თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 80-ე კილომეტრიდან 112-ე კილომეტრის ჩათვლით განთავსდა და ავტომაგისტრალის მოძრაობის ორივე ზოლს გააკონტროლებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა 10.2%-ითაა შემცირებული. უწყებაში, უბედური შემთხვევების რაოდენობის მკვეთრ ცვლილებას, წარმოებულ კამპანიას - „მეტი სიცოცხლისთვის“ - უკავშირებენ. შეგახსენებთ, 2019 წლის ბოლომდე, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გზებზე 5 ათასამდე ვიდეოკამერას დაამონტაჟებს, აქედან 2,1 ათასი ე.წ. ჭკვიანი კამერა იქნება.