გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 565 76-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 764 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 422 540-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 933 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 12 101 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 5 269 შემთხვევა, აჭარაში - 659, იმერეთში - 1 935, ქვემო ქართლში - 578, შიდა ქართლში - 918, გურიაში - 471, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 801, კახეთში - 795, მცხეთა-მთიანეთში - 340, სამცხე-ჯავახეთში - 199, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 136.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 127 270, საიდანაც 5 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმეა 1 230 პაციენტის მდგომარეობა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი შეადგენს 25.48%-ს, ბოლო 14 დღის - 30.65%-ს, ხოლო 7 დღის - 28.55%-ს.