სპორტი
21.02.2022 17:21
გორის „დილას“ კიდევ ერთი შენაძენი

გორის საფეხბურთო კლუბმა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა, 22 წლის ნახევარმცველი გიორგი ივანიაძე კლუბს უკვე შეუერთდა.

ახალგაზრდა სპორტსმენმა „დილასთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. GMnews-ის ინფორმაციით, სპორტსმენის ძირითადი სათამაშო პოზიცია შეტევის მარცხენა ფლანგია, თუმცა, გუნდში აცხადებენ, რომ მას თამაში როგორც მარჯვნივ, ისე ცენტრალურ შემტევ ნახევარმცველად შეუძლია.

ცნობისთვის, ივანიაძე საბურთალოს აკადემიის აღზრდილია, მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება „შუქურას“, „გაგრას“, „სამტრედიას“ და თბილისის „მერანს“.

ბოლო სეზონის მეორე ნახევარი კი,  ეროვნული ლიგია 2-ის გასული სეზონის ჩემპიონ „ბოლნისის სიონში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც 14 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ივანიაძეს, ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს 20 წლამდე ნაკრების თამაშებშიც.

კვირის ამბები