საზოგადოება
21.02.2022 14:34
სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის შემუშავებული დასაქმების პროგრამის ფარგლებში 1-ელი მარტიდან ვიწყებთ ვაკანსიების გამოცხადებას - ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილმის განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის შემუშავებული დასაქმების პროგრამის ფარგლებში, 1-ელი მარტიდან ვაკანსიების გამოცხადება იწყება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს და პროგრამის ამოქმედებამდე შიდა მოსამზადებელი პროცესი მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს შიდა შესაძლებლობების გაძლიერება, როგორიცაა, მაგალითად, დასაქმების სააგენტოს თანამშრომელთა ტრენინგი, კომუნიკაცია სოციალურად დაუცველებთან, სოციალური აგენტების გადამზადება და ჩართვა პროცესში. მთელი რესურსების მობილიზება არის საჭირო პროცესების სწორად და ორგანიზებულად წარმართვისთვის. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, აქამდე ჯგუფი მუშაობდა, რათა მომხდარიყო სამუშაო ადგილების იდენტიფიკაცია და რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილის მოძიება მოხდა. ეს იყო საზოგადოებრივი დასაქმების ნაწილში, თუმცა კერძო სექტორშიც სამუშაო ადგილები იდენტიფიცირებული აქვს დასაქმების სააგენტოს და უკვე მარტიდან დაიწყება რეგულარულად შეთავაზება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

კვირის ამბები