საზოგადოება
21.02.2022 14:17
7 თვეში საქართველოდან 5 000 ტონაზე მეტი ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 5 308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ექსპორტირებული ხილის ღირებულებამ 3.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა, ექსპორტირებული ხილის ნაწილი უკრაინაში, ნაწილი კი - სომხეთში გავიდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კვირის ამბები