სპორტი
13.12.2019 13:12
ვაჟა მარგველაშვილმა მასტერსზე ბრინჯაო აიღო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების და კლუბ ,,გოლდენ გორის" ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ცინდაოს (ჩინეთი) მასტერსის ბრინჯაოს პრიზიორია. ვაჟამ შეჯიბრება კანადელი იაკობ ვალუას ძლევით დაიწყო, რომელიც იპონით დაამარცხა. სუფთა გდებითვე მოუგო მარგველშვილმა რუს იაკუბ შამილოვს. მეოთხედფინალში, სამწუხაროდ, მარცხი იწვნია მონღოლ განბოლდთან, მაგრამ რეპეშაჟში გადართულმა ხელიდან აღარ გაუშვა ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი. ამ გზაზე მან ჯერ კორეელი ლიმვან კიმი ჩამოიცილა გზიდან, უშუალოდ ბრინჯაოს მედლისთვის პაექრობაში კი, სლოვენიელი ანდრა გომბოცი დაამარცხა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგა.
ვაჟა მარგველაშვილმა 2017 წელს სანკტ პეტერბურგის მასტერსზე აიღო ბრინჯაოს მედალი, 2018 წელს, გუანჯოუშიც იგივე სინჯის მედალი დაისაკუთრა და ამჯერადაც ბრინჯაოს პრიზიორია.

კვირის ამბები