უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხვალ, 22 თებერვალს, ქორწილების და ქელეხების გამართვაზე დაწესებული რეგულაციის შემსუბუქებაზე იმსჯელებს, - ამის შეასხებ შრომის ინსპექციის სამსახურში აცხადებენ.
უწყებაში ვერ ასახელებენ კონკრეტულ ვადას, თუ როდიდან შემსუბუქდება რეგულაცია.
ცნობისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების გამართვაზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს, თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე ფინანსური სანქცია ეკისრებათ 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ობიექტები დაილუქება.