სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“-ს იმ ბენეფიციარებისთვის, ვინც მრავალწლოვანი ბაღები 2020 და 2021 წლებში გააშენა, ვაშლის წარმოების ორდღიანი ტრენინი გაიმართა. ადგილობრივი ფერმერებისთვის, სასწავლო კურსი მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტმა ჩაატარა. პროექტის ფარგლებში, მსმენელებისთვის გაიმართა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით გამართული ორდღიანი სწავლება ბაღის მართვის, სხვლის მეთოდების, ნერგების შერჩევის, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მოიცავდა.
თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია სასწავლო კურსები მსხლის, ბლის, კენკროვანი და ციტრუსოვანი კულტურების მიმართულებითაც. სწავლება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შესაბამისი აგროტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით ჩატარდება.
აღნიშნული სასწავლო კურსები ევროკავშირის EU4Business ინიციატივის - „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანი ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობაა