ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინორმაციის ტანახმად, 1-ელი მარტიდან ქვეყანაში შესვლის საშუალებას როგორც ვაქცინირებულ, ასევე არავაქცინირებულ ტურისტებს მიეცემა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ისრაელში შესასვლელად ორი „პისიარ“ ტესტის ჩატარება იქნება საჭირო: ერთი ქვეყანაში გაფრენამდე და მეორე - ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.
„ჩვენ ვხედავთ ავადობის რიცხვის თანმიმდევრულ შემცირებას, ასე რომ, დროა, თანდათან გავხსნათ ის, რაც მსოფლიოში პირველებმა დავხურეთ. ამასთან, ტურისტებს შესასვლელად ორი „პისიარ“ ტესტის ჩატარება მოუწევთ: ერთი ქვეყანაში გაფრენამდე და მეორე - ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.
ცნობისათვის, ამჟამად ისრაელში შესვლის უფლება მხოლოდ ვაქცინირებულ უცხოელებს აქვთ. გარდა ამისა, ისრაელმა რადენიმე დღის წინ გააუქმა ე.წ. „მწვანე პასპორტიც“.