საზოგადოება
21.02.2022 10:58
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 553 668-ს.

გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 19 242 პირი, ხოლო ჯამში კორონავირუსი 1 407 776-მა პირმა დაამარცხა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 888 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 617 შემთხვევა, აჭარაში - 378, იმერეთში - 601, ქვემო ქართლში - 219, შიდა ქართლში - 158, გურიაში - 165, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 274, კახეთში - 245, მცხეთა-მთიანეთში - 47, სამცხე-ჯავახეთში - 51, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 20.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 129 978, საიდანაც 5 585 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმეა 1 246 პაციენტის მდგომარეობა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.02%, ბოლო 14 დღის - 31.28% ხოლო 7 დღის - 29.97%.

კვირის ამბები