გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მერეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გუშინ ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის წარმომადგენლების გადაადგილება დააფიქსირეს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს აღარ გამოჩენილან. მერეთელების განცხადებით, ტერიტორიაზე, სადაც შეიარაღებული ფორმიანი პირები გადაადგილდებოდნენ, სავარაუდოდ, საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟისთვის განკუთვნილი ახალი ბოძებია განთავსებული. ადგილობრივების ინფორმაციითვე, უკვე დამონტაჟებული ბოძების გარდა, ოკუპირებული ტერიტორიის აღნიშნულ მონაკვეთზე სხვა მასალებიც არის მიტანილი, რის საფუძველზეც ვარაუდობენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სამუშაოების გაგრძელებას გეგმავენ.
მავთულხლართების შიგნით ბოძების დამონტაჟებას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოეების სამსახურშიც. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი“.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება