ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ვირუსით ინფიცირების 13 288 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 539 493-ს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 21 183 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 1 369 764-მდე. ასევე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 15 822 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 6 242 შემთხვევა, აჭარა - 843, იმერეთი - 1 887, ქვემო ქართლი - 656, შიდა ქართლი - 799, გურია - 476, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 937, კახეთი - 803, მცხეთა-მთიანეთი - 341, სამცხე-ჯავახეთი - 213, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 91.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 153 881, საიდანაც 5 703 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 256 პირი, მართვით სუნთქვაზეა 287 პაციენტი.