საზოგადოება
18.02.2022 15:16
საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებამდე, ქალაქის მასშტაბით, სკვერების მოწესრიგება მიმდინარეობს - კეთილმოწყობის სააგენტო

ქალაქის მასშტაბით არსებული სკვერების მოწესრიგება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ა(ა)იპ-ის თანამშრომლები, ქალაქში არსებულ რეკრეაციულ ზონებს ნარჩენებისგან ასუფთავებენ, შემდეგ კი, იგეგმება დაზიანებული ინვენტარის განახლება.

„საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებამდე, ქალაქის მასშტაბით, სკვერების მოწესრიგება მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, სააგენტოს თანამშრომლები დასასვენებელ და გასართობ სივრცეებს ასუფთავებენ. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, ასევე მოხდება დაზიანებული ინვენტარის - ურნებისა და სკამების განახლება. გაზაფხულის სეზონზე კი დაიწყება გამწვანების სამუშაოები“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები