კულტურა
18.02.2022 12:45
გიორგი მახარობლიძის 62 წლის იუბილესთან დაკავშირებით პოეზიის საღამო გაიმართება - ღონისძიება ონლაინ ფორმატში ჩატარდება

18 თებერვალი გიორგი მახარობლიძის დაბადების დღეა. ცნობილ გორელ პოეტს, მეგობრები გაიხსენებენ. გორის უნივერსიტეტის ლიტერატურული კაფეს ორგანიზებით  გამართულ შეხვედრაზე, მახარობლიძის მეგობრები და თანამედროვე ავტორები გაიხსენებენ პოეტთან მეგობრობის, ურთიერთობის ფრაგმენტებს და წაიკითხავენ ლექსებს მისი შემოქმედებიდან.

„გიო იყო ურთიერთობების ლომი, საოცრად კეთილი,თბილი, მკაცრიც, როცა საჭირო იყო, მაგრამ იუმორში გაფილტრავდა ხოლმე სათქმელს. ნიჭიერი, საიმედო მეგობარი და კაცი დღეს იუბილარია, ფიზიკურად აღარაა ჩვენთან, ამიტომ, ტრადიციულად, მოგონებებით, ლექსებით ვიხსენებთ ხოლმე მეგობრები“, - აღნიშნა GMnews-სთან საუბრისას თამაზ მაყაშვილმა.

რაც შეეხება ღონისძიების ჩატარების დროსა და ადგილს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, შეხვედრას ონლაინ ფორმა ექნება და ზუმის პლატფორმაზე შედგება.

გიორგი მახარობლიძე 1960 წლის 18 თებერვალს დაიბადა. ცნობილი პოეტი, 2017 წელს,  მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

კვირის ამბები