საზოგადოება
18.02.2022 10:58
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 405 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქვეყანაში, ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 14 405 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კოვიდ 19-ის გავრცელებიდან დღემდე სულ გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 1 526 205 ფაქტი.

გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსი დაამარცხა 24 409 პაციენტმა, მთლიანობაში კი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 348 581-მდე.

დღევანდელი მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა ვირუსით გარდაცვალების კიდევ 42 შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ გარდაიცვალა 15 771 კოვიდპაციენტი.

 

კვირის ამბები