შიდა ქართლის მხარეში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასარწყავიანების გაუმჯობესების მიზნით, „საქართველოს მელიორაცია“ სამუშაოებს ატიურად აწარმოებს
შიდა ქართლის მხარეში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასარწყავიანების გასაუმჯობესებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხების მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები - დოესი და გრაკალია.
„საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, სოფელ დოესსა და გრაკალში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან3,7 კილომეტრი სიგრძის არხები იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს და შედეგად, სოფელ დოესისა და გრაკალის 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
საირიგაციო არხების აღდგენითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.