საინტერესო ამბები
17.02.2022 14:44
დაკრძალვის მასხარა, ორგიების ორგანიზატორი, მაღვიძარა - უძველესი პროფესიები, რომლებიც წარსულში დარჩა

კაცობრიობის ისტორიაში მუდმივი მოძრაობაა, საუკუნეების განმავლობაში ახალი ანაცვლებს ძველს. ეს კანონზომიერება არაერთ პროფესიას შეეხო, რომელიც ასწლეულების წინ მნიშვნელოვანი იყო, ახლა კი - უბრალოდ გაქრა.

GMnews გიამბობთ მსოფლიო ისტორიაში არსებული რამდენიმე უცნაური პროფესიის შესახებ.

ვერცხლის მომპოვებელი - ძვ.რომში ვერცხლს ხელით მოიპოვებდნენ. პატარა ბიჭებს ვიწრო სოროებში ძალიან ღრმად უშვებდნენ იმის გამო, რომ იქ ვერცხლი მოეპოვებინათ. აღსანიშნავია, რომ ამ სოროებში ძალიან ცხელოდა და ამასთან, შხამანი გაზებით იყო სავსე, ასეთ რეჟიმში ცხოვრებას 3 თვემდე თუ შეძლებდით. თუმცა რომაელებს ეს არ ადარდებდათ, რადგან მუშები მონები იყვნენ.

ორგიების ორგანიზატორი - საუკუნეების წინ სიტყვა „ორგია“ სულაც არ ატარებდა იმ მნიშვნელობას, რასაც ახლა. ეს იყო მაღალი წრის სადილი უხვი სასმელ-საჭმელითა და ქალებით. ორგიების ორგანიზატორი ვალდებული იყო, უზრუნველეყო პროდუქტების მომარაგება, გაეწყო ორგიის ჩასატარებელი ტერიტორია, მოემზადებინა სასტუმრო ოთახები, მოეპატიჟებინა ქალები. ამ პროფესიის წარმომადგენლები არ უყვარდათ, თუმცა, ხშირად მიმართავდნენ.

ურინატორი - ურინატორების დავალება იყო ჩაეყვინთათ 30 მეტრ სიღრმეზე, ყველაზე ხშირად სამშენებლო კონსტრუქციების დადგმა-გამართვის მიზნით. მყვინთავს ჰქონდა ზარის ფორმის ქუდი საჰაეროთი და სიმძიმე ქვემოთ ფეხებზე. მას ზედაპირთან საბაგირო აკავშირებდა. ეს სამუშაო იყო ძალიან დაფასებული და მაღალანაზღაურებადი.

დაკრძალვის მასხარა - დღევანდელი გდასახედიდან პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ საუკუნეების წინ ქირაობდნენ ადამიანს, რომელსაც იმისთვის უხდიდნენ, რომ გადაცმულიყო მიცვალებულივით, მხიარულობდა, ცეკვავდა და ხუმრობდა. რომაელებს სჯეროდათ, რომ ეს ბოროტ ძალებს უკუაგდებდა და გარდაცვლილის სიკვდილის შემდეგ ცხოვრებას სიხარულით უზრუნველყოფდა. დასაფლავების დროს ეს ჯამბაზი სხეულის გარშემო დარბოდა, ხუმრობდა და იმანჭებოდა მიცვალეუბულის მანერებით.

მაღვიძარა - დიახ, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ამ ფუნქციას ადამიანი ასრულებდა. ადამიანი „მაღვიძარა“ პირველად ბრიტანეთში გამოჩნდა, შემდეგ კი - დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ამ პროფესიით დაკავებულთა ფუნქცია დასაქმებული ადამიანების გაღვიძება იყო. ისინი საძინებლის ფანჯრებს გრძელი ჯოხით უკაკუნებდნენ, რათა კლიენტებს დროულად გაღვიძება და სამსახურში გრაფიკით მისვლა მოესწროთ.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ პროფესიებისა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით, კაცობრიობის წარსულში დარჩა. ალბათ, ტექნიკური პროგრესი მომავალშიც კიდევ მრავალი პროფესიის გაქრობას გამოიწვევს, თუმცა, პარალელურად, შეიქმნება თანამედროვეობაზე მორგებული ბევრი ახალი პროფესიაც.

კვირის ამბები