2022-2024 წლებში კანადა მილიონნახევარი ემიგრანტის მიღებას აპირებს და მათ დიდ ნაწილს სახელმწიფო ეკონომიკური იმიგრანტის სტატუსს მიანიჭებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
ინტერნეტგამოცემის ცნობით, მთავრობა მიზნად ისახავს ქვეყანაში 2022 წელს შევიდეს 431 000-ზე მეტი მუდმივი მცხოვრები, 2023 წელს - 447 000, 2024 წელს კი - 451 000 ემიგრანტი.
„კანადა ემიგრაციას თავისი სამუშაო ძალის გასაზრდელად იყენებს. დასახული აქვს ამბიციური გეგმა - მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ქვეყანაში 1.3 მილიონზე მეტი ახალბედა ემიგრანტი შეიყვანოს. ემიგრაციამ კანადას ხელი შეუწყო იმგვარ ჩამოყალიბებაში, როგორიც ის დღესაა. ორიენტირებული ვართ ეკონომიკის აღდგენაზე და იმიგრაცია არის აქამდე მისვლის გასაღები“, - ნათქვამია კანადის იმიგრაციის მინისტრის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს, კანადამ 405 000-ზე მეტი იმიგრანტი მიიღო, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ქვეყნის ისტორიაში.