საზოგადოება
17.02.2022 11:30
გაზაფხულის დადგომამდე 11 დღე დარჩა - როგორი ამინდია მოსალოდნელი გორში 1-ელ მარტამდე

1-ელ მარტამდე 11 კალენდარული დღე დარჩა. სინოპტიკოსების ინფორმციით, 23 თებერვლის ჩათვლით გორში უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა ნავარაუდევი, თუმცა, 1-ელ მარტაამდე კვლავ აცივდება.

მეტეოროლოგების ცნობით, 17-23 თებერვალს გორში უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა ნავარაუდევი. ზამთრის ბოლო თვის ბოლო დღეებში კი გორის მუნიციპალიტეტში კვლავ ნალექი და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

მართალია, 24 თებერვალს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, თუმცა, მთელი დღის განმავლობაში ნავარაუდევია ღრუბლიანობა და მცირე ნალექი. 25 თებერვლიდან რამდენიმე დღის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და დღისით მხოლოდ +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში კი 0, -1 გრადუსია მოსალოდნელი. ტემპერატურის კლების პარალელურად, 25-28 თებერვალს ნავარაუდევია პერიოდულად ნალექი წვიმის და თოვლჭყაპის სახით.

კვირის ამბები