საზოგადოება
17.02.2022 10:53
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 644 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 912 კვლევა, რის საფუძველზეც, ვირუსით ინფიცირების 15 644 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 511 800-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 15 729 პირი ემსხვერპლა.

კვირის ამბები