საზოგადოება
12.12.2019 14:19
პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პირების პენსია 263 ლარი, პირველი ივლისიდან კი - 300 ლარი იქნება

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად ხელისუფლება დამატებით ღონისძიებებს აანონსებს. სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პუნქტი მთის სტატუსის მქონე დასახლებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ასაკოვანი მოქალაქეებისთვის პენსიის გაზრდას გულისხმობს. პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პირები, პენსიის სახით 263 ლარს, პირველი ივლისიდან კი - 300 ლარს მიიღებენ.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ იმ სოციალურად მნიშვნელოვან დახმარებაზე, რომელსაც დღეს ჩვენ მთის შვილებს ვუწევთ. ეს არის ელექტროენერგიის გადასახადზე დახმარება, მაღალ მთაში მასწავლებლებისთვის სპეციალური დანამატის გაკეთება, ისევე, მედიკოსების ხელშეწყობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაღალ მთაში დაბადებული ახალშობილებისთვის ფინანსური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

კვირის ამბები