„ომიკრონის“ გავრცელების პიკი ქვეყანაში გადალახულია, სტაბილიზაციის ფაზაში გადავედით, თუმცა მიმდინარე კვირა გადამწყვეტი იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ თვის ბოლოსთვის შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად მოიკლებს.
„დღევანდელი და ამ კვირის მაჩვენებლები უკვე მიუთითებს, რომ „ომიკრონის“ პიკი გადავლილია. ჩვენ გადავედით, გარკვეულწილად, სტაბილიზაციის ფაზაში, თუმცა ეს კვირა მაინც კვირის ბოლომდე იქნება გადამწყვეტი იმისთვის, რომ საბოლოოდ შეგვეძლოს ამ დასკვნის გაკეთება. დღევანდელი მდგომარეობით, მობილიზაცია მაინც მაქსიმალური რჩება. თუმცა, თებერვლის ბოლოსკენ შედარებით შედარებით შემსუბუქდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც და შემთხვევების რაოდენობამაც წესით უნდა მოიკლოს“, – განაცხადა გაბუნიამ.