საზოგადოება
16.02.2022 11:22
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 15 315 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 496 156-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 894 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 300 062-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 683 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 7 055 შემთხვევა, აჭარაში - 960, იმერეთში - 2 233, ქვემო ქართლში - 907, შიდა ქართლში - 834, გურიაში - 470, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 1 131, კახეთში - 1 118, მცხეთა-მთიანეთში - 286, სამცხე-ჯავახეთში - 235, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 86.

Stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 180 385, საიდანაც 5 974 მოქალაქე მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმეა 1 309 პაციენტის მდგომარეობა.

ცნობისთვის, 15 თებერვლის მდგომარეობით, ვირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.59%, ბოლო 14 დღის - 32.02% ხოლო 7 დღის - 31.51%.

კვირის ამბები