საზოგადოება
15.02.2022 13:37
უკვე დაზუსტებულია, რომ საქართველომ „ფაიზერის“ ინოვაციური პრეპარატი უნდა მიიღოს - ამირან გამყრელიძე

ქვეყანა ელოდება ახალ ანტივირუსულ წამალს, ეს არის „ფაიზერის“ ინოვაციური პრეპარატი, რომელსაც გართულებებისგან 90%-იანი დაცვა აქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, „ფაიზერი“ და „მოდერნა“ მუშაობენ ომიკრონადაპტირებულ ვაქცინაზე და ამ ეტაპზე, კლინიკური კვლევის ბოლო ფაზებში არიან.

„კველებმა აჩვენა, რომ „ფაიზერის“ ბუსტერს ​დამცველობითი უნარი მთავარი გართულებებისგან აქვს. ჩვენ მიერ გაანალიზებული იანვარი-თებერვლის მონაცემებით, 40-დან 50%-ში ბუსტერი ვისაც ჰქონდა გაკეთებული და „ომიკრონი“ დაემართა, ასეთ პაციენტებში გართულებები ნაკლები იყო. ქვეყანა ელოდება ახალ ანტივირუსულ წამალს. ეს არის „ფაიზერის“ ინოვაციური პრეპარატი, რომელსაც გართულებებისგან 90%-იანი დაცვა აქვს. მოლაპარაკებები მიდის და უკვე დაზუსტებულია, რომ ქვეყანამ ეს პრეპარატი უნდა მიიღოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები