ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ხელშეწყობისა და მოძალადეთა თერაპიის პროგრამის გამყარებაზე იმსჯელეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა, პოლონური ფონდის „HumanDoc“-ის ვიცე დირექტორმა დომინიკა სპრინგერმა და პროგრამის ხელმძღვანელმა სტანისლავ ბრუდნოხმა.
შეხვედრაზე, მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში 2019-2020 წლებში დაგეგმილ აქტივობებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარის რეაბილიტაცია იგეგმება. შენობა, აღიჭურვება საჭირო ტექნიკით, თანამშრომლები კი, გადამზადების კურსს გაივლიან.
რეგიონის მასშტაბით, პროექტის ფარგლებში, ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო სისტემაში ჩართული პროფესიული ჯგუფებისთვის (200 პოლიციელი, 150 პედაგოგი, 100 ექიმი) ტრენინგებიც ჩაინიშნება.
პროგრამა პოლონეთის განვითარებისა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ხოორციელდება, რომელსაც შიდა ქართლში მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ პოლონურ ორგანიზაცია ATIFUND-თან ერთად ახორციელებს.