საზოგადოება
15.02.2022 11:11
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ვირუსით ინფიცირების 19 049 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 51 ადამიანი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 531 კვლევა, რის საფუძველზეც ვირუსით ინფიცირების 19 049 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 480 841-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 15 628 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევიდან,

თბილისში გამოვლენილია 8 972 შემთხვევა, აჭარა - 1 317, იმერეთი - 2 854, ქვემო ქართლი - 842, შიდა ქართლი - 970, გურია - 710, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 272, კახეთი - 1 229, მცხეთა-მთიანეთი - 446, სამცხე-ჯავახეთი - 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 130.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 176 019, საიდანაც 6 017 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მართვით სუნთქვაზეა 293 პირი.

კვირის ამბები