საზოგადოება
15.02.2022 11:00
ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, 22 თებერვლამდე ნახევრადღუბლიანი ამინდია ნავარაუდევი, მოიმატებს ჰაერის ტემპერტურაც.

უფრო დეტალურად: დღეს, 15 თებერვალს, გორში უნალექო ამინდი, პერიოდულად ღრუბლიანობა და დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი.

უნალექო ამინდი და პერიოდულად ღრუბლიანობა შენარჩუნდება უახლოესი 6 დღის განმავლობაშიც, რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 16 თებერვალს +6 გრადუსია ნავარაუდევი, 17-დან 22 თებერვლამდე კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დღის საათებში +12 გრადუსს მიაღწევს. ღამის საათებში კი 0-დან -2 გრადუსამდე დაფიქსირდება.

კვირის ამბები