საზოგადოება
14.02.2022 12:30
14 თებერვალი ვალენტინობაა, საინტერესო ფაქტები, რომლებიც ვალენტინობას უკავშირდება და დღემდე არ იცოდით
უკვე რამდენიმე წელია, სხვა ქვეყნებთან ერთად, 14 თებერვალს საქართველოშიც აღნიშნავენ ვალენტინობას . ვინ იყო ვალენტინი და რატომ იქცა ეს დღე სიყვარულის დღედ:
ვალენტინი რომაელი მღვდელი იყო, რომელიც 269 წელს, კლავდიუს II-ის მეფობის დროს აწამეს. კლავდიუს II-მ რომის იმპერიაში ახალგაზრდების დაქორწინება აკრძალა, რადგან თვლიდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ჰყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი კაცი. მღვდელი ვალენტინი კი მის ბრძანებას არ დაემორჩილა და შეყვარებულ წყვილებს მალულად წერდა ჯვარს. ამის გამო, ვალენტინი შეიპყრეს, ციხეში ჩასვეს, სასტიკად აწამეს, ბოლოს კი სიკვდილით დასაჯეს და წამების შემდეგ თავი მოკვეთეს.
ქართულ საზოგადოებაში ვალენტინობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა - ზოგს ,,სიყვარულის დღის“ აღნიშვნა მოსწონს, ზოგი კი მას არასერიოზულად აღიქვამს, რადგან, როგორც ამბობენ, „ყოველი დღე სიყვარულისაა“. ბევრი მიიჩნევს, რა რომ ეს არ არის მართლმადიდებლური დღესასწაული და ამ მოტივით უარს ამბობს მის აღნიშვნაზე.
GMnews-ი გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს, რომლებიც ვალენტინობას უკავშირდება და შესაძლოა, აქამდე არ იცოდით
1. ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით შეყვარებულები 13 მილიარდზე მეტს ხარჯავენ14 თებერვალს;
2. არსებობს სამი წმ. ვალენტინი და არავინ იცის, კონკრეტულად რომლის სახელს უკავშირდება 14 თებერვალი;
3. ვალენტინობა აკრძალულია საუდის არაბეთში;
4. 1958 წელს, იაპონელმა ქალებმა დაიწყეს თავისი შეყვარებულებისთვის შოკოლადის ჩუქება;
5. 2013 წლის 14 თებერვალს, ტაილანდურმა წყვილმა ყველაზე ხანგრძლივი კოცნის რეკორდი დაამყარა;
6. კომპანია ,,Ikea Australia" 14 ნოემბერს დაბადებულ ბავშვებს (ანუ სავარაუდოდ14 თებერვალს ჩასახულებს) უფასო საბავშვო საწოლის შესაძენ კუპონს ჩუქნის;
7. რობერტ ინდიანამ შექმნა ვალენტინობის დღის მარკა1973 წელს;
კვირის ამბები