საზოგადოება
14.02.2022 11:03
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 028 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ.გვერდი Stopcov.ge ავრცელებს. საიტის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 458 093-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 22 517 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 270 759-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 577 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 228 შემთხვევა, აჭარაში - 303, იმერეთში - 450, ქვემო ქართლში - 259, შიდა ქართლში - 207, გურიაში - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 203, კახეთში - 210, მცხეთა-მთიანეთში - 27, სამცხე-ჯავახეთში - 48, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 171 731, აქედან 6 202 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმე პაციენტია 1 307 პირი.

Stopcov.ge-ს ცნობით, 13 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 41.58%, ბოლო 14 დღის - 31.92% ხოლო 7 დღის - 33.03%.

კვირის ამბები