საზოგადოება
13.02.2022 22:55
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დაზუსტებული ინფორმაციით, საქართველოში 6.2 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა, - ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული პირველადი ინფორმაციით, საქართველოში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 5.8 მაგნიტუდას უტოლდებოდა.

ცნობისთვის, 13 თებერვალს, 22:25 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

ზლიერი ბიძგები დაფიქსირდა თბილისში, ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

კვირის ამბები