13 თებერვალს, 22:25 საათზე, საქართველოში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - აღნიშნულ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი აღმოსავლეთ საქართველოში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. ,,დღეს, თბილისის დროით 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 5.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბიძგები იგრძნობოდა თბილისში, ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.