სპორტი
11.02.2022 12:57
გორის „დილამ“ ბრაზილიელი ნახევარმცველი დაიმატა

საფეხბურთო კლუბი გორის „დილა“ ახალი სპორტსმენებით შევსებას განაგრძობს. კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, გორის გუნდს ამჯერად, 26 წლის შემტევი ნახევარმცველი ალვარო ლუის ტავარეს ვიეირა შეემატა.

როგორც ცნობილია, ვიეირამ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა და დებიუტისთვის ემზადება.

აქვე გეტყვით, რომ ალვარო ტავარესი „დილას“ უკრაინული პრემიერლიგის კლუბ „ლვოვიდან“ შეუერთდა, რომლის რიგებშიც 3 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა, სადაც 71 შეხვედრაში 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებეთ, რომ გორის „დილასთვის“ ვიეირა ახალ სეზონამდე მე-6 შენაძენია. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა აქამდე თორნიკე ძოწენიძე, დემეტრე ბულისკერია, თამაზ მაქაცარია, გიორგი ლომთაძე და ჰაჯი დრამე დაიმატა.

კვირის ამბები