საზოგადოება
11.02.2022 11:11
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 55 პაციენტი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 

ვირუსით ინფიცირების 19 968 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 418 027-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 23 675 პირი და მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 178 151-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 15 459 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 9 493 შემთხვევა, აჭარა - 1 654, იმერეთი - 2 760, ქვემო ქართლი - 980, შიდა ქართლი -1 184, გურია - 580, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 327, კახეთი - 1 110, მცხეთა-მთიანეთი - 410, სამცხე-ჯავახეთი - 371, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 99.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 224 391, საიდანაც 6 098 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 244 პირი.

კვირის ამბები