საზოგადოება
10.02.2022 18:34
სოფელ კარალეთში იმუნიზაციის პროცესს გორის მერის მოადგილე დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. იმუნიზაციის პროცესს, სოფელ კარალეთში, დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და გორის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარი გიუნაშვილი დაესწრნენ.

როგორც ცნობილია, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია გორის სამედიცინო დაწესებულებების გარდა, რამდენიმე სოფელში არსებულ ამბულატორიებშიც ხორციელდება. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, აცრებს ადგილზე მობილური ჯგუფებიც ახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 200 ლარიანი წახალისების პროგრამა თებერვალშიც გრძელდება. 100 ლარიან დანამატს მიიღებენ ასევე 50 წლის ზემოთ ასაკის ის მოქალქეები, ვინც ბუსტერ დოზით აიცრებიან.

კვირის ამბები