სამართალი
10.02.2022 17:12
ორთაშენთან, ავტობანის სახიდე ბურჯებთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი სავარაუდოდ სამხედრო მოსამსახურეა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში, ავტომაგისტრალის სახიდე გადასასვლელის ქვეშ მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სამხედრო პირია.

ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, ავტობანზე მამაკაცს სატრანსპორტო საშუალება დაეჯახა და სახიდე გადასასვლელიდან გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კვირის ამბები